რუსეთმა საკუთარი სამხედრო ძალები საქართველოს რეგიონებიდან–აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან კონფლიქტამდელ პოზიციებზე უნდა გაიყვანოს და ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება უკან უნდა წაიღოს– ამის შესახებ აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა, ნედ პრაისმა ბელორუსის პრეზიდენტის აფხაზეთში ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.
“ჩვენ ძველებურად მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. რუსეთი პასუხისმგებელია ვალდებულებების შესრულებაზე, რომელიც მან 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე აიღო.“–თქვა პრაისმა.
ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა. ეს მისი პირველია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. როგორც სოხუმში აცხადებენ, ბიჭვინთაში, სახელმწიფო აგარაკშ გამართულ შეხვედრაზე ლუკაშენკომ თქვა, რომ მას და პუტინს უნდათ “აფხაზეთთან ძალიან სერიოზული ურთიერთობები დაამყარონ.“