”რუსეთმა აჩვენა, რისი მოტანა სურს და შეუძლია ევროპაში. რა შეუძლია მან მოუტანოს კიშინიოვს, თბილისს, ჰელსინკს, ვილნიუსს, ვარშავას, პრაღას, ყველა ქალაქსა და ქვეყანას, რომლებსაც რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები დიდი ხანია ღიად ასახელებენ მოსკოვის მტრებად. რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მრავალი მიმართულებით დაიწყო შეტევა. სარაკეტო დარტყმები, საჰაერო თავდასხმები, არტილერია, ტანკები – ყველაფერი! რუსეთის ჯარებმა არაფერი დაიშურეს. ეს ნიშნავს ჩვენს მოკვლას, უკრაინელების მოკვლასა და ჩვენი მიწის განადგურებას.”

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.