რუსეთმა ბაიდენის ცოლსა და შვილს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა,  აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა მის შვილსა და ცოლს რუსეთში სანქციები დაუწესა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. სანქცირებულთა სიას 25 პირი დაემატა. მათ შორისაა, რესპუბლიკელი სენატორები: მიტჩ მაკკონელი, სუზან კოლინზი და ბენ სასეს, ამასთანავე, დემოკრატი კანონმდებელი, კირსტინ გილიბრანდი.

“რუსეთის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების წინააღმდეგ აშშ-ის მუდმივი სანქციების საპასუხოდ, “სტოპ-ლისტში” შევიდნენ რუსოფობიური კურსის ფორმირებაზე პასუხისმგებელი სენატორები, ე.წ. მაკფოლ-ერმაკის ჯგუფის წევრები, რომლებიც შეიმუშავებენ რეკომენდაციებს ანტირუსული შეზღუდვების შესახებ, ასევე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ოჯახის წევრები, სულ 25 ადამიანი”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში