რუსეთმა ბრიტანეთის ლორდთა პალატის 154 წევრს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა, დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის 154 წევრს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი თქმით, ეს არის პასუხი გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ მარტში მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომლის მიხედვით, რუსეთის ფედერალური ასამბლეის ფედერაციის საბჭოს თითქმის მთელი შემადგენლობა სანქციების სიაში შეიყვანეს.

“ამ 154-მა ადამიანმა პირდაპირი წვლილი შეიტანა ლონდონის ანტირუსული სანქციების შემუშავებაში, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთის პოლიტიკური იზოლაციისა და მისი ეკონომიკის განადგურების პირობების შექმნას, გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ანტირუსული მოქმედებების გასაძლიერებლად. ეს არის ისტერია დიდ ბრიტანეთში, რომელიც გამოწვეული იყო ბრიტანეთის კონსერვატიული მთავრობის რუსოფობიურ პოლიტიკური კურსით”,- ნათქვამია განცხადებაში.