პენტაგონის განცხდებით, რუსეთმა აამოქმედა უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული ჯარის 95%. მათი ინფორმაციით, რუსეთის ჯარების სერიოზული წინსვლა არ შეინიშნება, 64-კილომეტრიანი კოლონა კი, რომელიც კიევს უახლოვდებოდა, კვლავ გაჩერებულია. ვარაუდობენ, რომ კოლონა ტალახში ჩაეფლო და საწვავი გაუთავდა.
პენტაგონისვე ცნობით, ოდესაში დესანტის გადასხმის ნიშნები არ არის და არც ჩანს, რომ მალე დაიწყება. უწყება აღნიშნავს, რომ რუსულ საჰაერო ძალებს არ აქვთ კონტროლი უკრაინის საჰაერო სივრცეზე. უკრაინის სამხედრო თვითმფრინავები და ვერტმფრენები დაფრინავს და აქტიურად გამოიყენება საჰაერო თავდაცვის სისტემები, ავიაციაში ორივე მხარეს აქვს დანაკარგები.
გარდა ამისა, პენტაგონი ვერ ადასტურებს რუსეთის მიერ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენების ფაქტებს.