“რუსეთმა დაასრულა სამხედრო სამზადისი უკრაინაში შესაჭრელად “- ამის შესახებ, “რონდელის ფონდის” მკვლევარი და ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ზურა ბატიაშვილი აცხადებს, რუსეთის მიერ, უკრაინის საზღვრებთან უფრო მეტ ჯარს მოუყარა თავი რაც იმის მანიშნებელია რომ რუსეთმა ფაქტობრივად დაასრულა სამხედრო სამზაადისი და ახლა შესაძლოა რუსეთი ნებისმიერ წუთს შეიჭრას უკრაინაში. ბატიაშვილის თქმით, დასავლეთმა ეს იცის და სწორედ ამიტომ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინა.
ხვალ, 12 თებერვალს, შეერთებული შტატების პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართება, ანალიტიკოსის თქმით აღნიშნული საუბარი იქნება დასავლეთის ბოლო გაფრთხილება რუსეთის მიმართ ხოლო ამის შემდეგ ყველაფერს მხოლოდ ერთი ადამიანი, ვლადიმერ პუტინი გადაწყვეტს. ბატიაშვილი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინმა გამოუვალ სიტუაციაში თავი, თავად ჩაიყენა რადგან, ახლა ან უკრაინაში შეიჭრება და ეკონომიკის ჩამოქცევა დაემუქრება ან არ შეიჭრება და სახეს დაკარგავს.
“რეალურად, უკრაინის გარშემო ხდება ის, რის შესახებაც დიდი ხნის განმავლობაში ვწერდით და ვამბობდით – რუსეთმა დაასრულა სამხედრო სამზადისი უკრაინაში შესაჭრელად და რამდენიმე დღეში შეიძლება დაიწყოს კიდეც რუსეთ-უკრაინის დიდი ომი.
ამას ხედავს დასავლეთი და ამიტომაც მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინა.
ვიღაც ამბობს, რომ იცის იმის შესახებ, რომ პუტინმა უკვე მიიღო შეჭრის გადაწყვეტილება. ზოგი ამბობს, რომ არ იცის. მე ეს მეორე უფრო სწორი მგონია. არავინ იცის, რეალურად რა ტრიალებს პუტინის თავში.
12 თებერვალს გაიმართება ბაიდენ-პუტინის სატელეფონო საუბარი და ეს იქნება დასავლეთის ბოლო გაფრთხილება რუსეთის მიმართ. პუტინს მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევს.
უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მას “სლავური ავღანეთი” და ეკონომიკის ჩამოქცევა ემუქრება.
არშეჭრის შემთხვევაში კი ფიქრობს, რომ სახეს დაკარგავს როგორც რუსეთში, ისე – საერთაშორისო არენაზე.
მან ასეთ გამოუვალ სიტუაციაში თავად ჩაიყენა თავი. საბოლოო გადაწყვეტილებასაც თავად მიიღებს და თან მალე. დრო იწურება.
უკრაინაში კი არამარტო ამ ქვეყნის, არამედ ბევრი სხვის და მათ შორის, ჩვენი ბედიც წყდება.
იმპერია უნდა დაინგრეს!
უკრაინა გაიმარჯვებს!
ასე, რომ მთელი გულით Слава Україні! Героям слава!”- წერს ზურა ბატიაშვილი.