უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება უკრაინაში მისი არმიის დანაშაულის ნებისმიერი მტკიცებულების განადგურების შესახებ.
მათი ცნობით, ბუჩაში უკრაინელი ხალხის გენოციდის შემდეგ რუსულმა ჯარებმა დაიწყეს მობილური კრემატორიების გამოყენება უკრაინაში.
“კერძოდ, მარიუპოლში არსებობდა 13 მობილური კრემატორიუმი ქუჩების დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრებისგან გასაწმენდად.
უკრაინის დაზვერვამ არაერთხელ დააფიქსირა მობილური კრემატორიის გამოყენება ჩერნიგოვის რეგიონში. მტრის მობილური კრემატორიუმის მუშაობა დაფიქსირდა ნოვოიდარში, ლუგანსკის რეგიონში”,– აცხადებს დაზვერვა.
მათივე განცხადებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები მოძრავ კრემატორიუმებს ასევე იყენებენ რუსი სამხედროების ცხედრების დასაწვავად, რათა დამალონ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დროს დაღუპული ჯარისკაცების რეალური რაოდენობა და უარი თქვან დაღუპული რუსების ოჯახებისთვის თანხის გადახდაზე.