უკრაინამ და რუსეთმა დაღუპული მებრძოლების ცხედრები გაცვალეს. უკრაინამ 563, ხოლო რუსეთმა 37 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა. აცხადებს ამის შესახებ, უკრაინის სამხედრო ტყვეების საქმეთა საკოორდინაციო შტაბი
დაღუპულთა ვინაობის დასადგენად, სამხედროთა ცხედრები შესაბამის დაწესებულებებს გადაეგზავნება.
უკრაინელ სამხედროებს შორის 320 სამხედრო დაიღუპა დონეცკის მიმართულებით, 89 – ბახმუტში, ხოლო კიდევ 154 ჯარისკაცის ცხედრები რუსეთში, მორგებში, იქნა ნაპოვნი.