ბოლო 10 დღის განმავლობაში რუსეთმა, დიდი ალბათობით, დაიწყო ჯარების გადაყვანა დნეპრის სანაპიროდან ბახმუტსა და ზაპოროჟიეში – ამის შესახებ, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განახლებაშია ნათქვამი.
“DGF-ის გადანაწილება, სავარაუდოდ, ასახავს რუსეთის აღქმას, რომ კახოვკის კაშხლის ჩამონგრევისა და შედეგად დატბორვის შემდეგ უკრაინის დიდი შეტევა დნეპროზე ნაკლებად სავარაუდოა”, – წერს დაზვერვა.