რუსეთის ფედერაცია ევროსაბჭოს ტოვებს. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ნატოს და ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ბოროტად იყენებენ უმრავლესობას ევროპის საბჭოში, ეს ორგანიზაცია გადააქციეს ანტირუსული პოლიტიკის ინსტრუმენტად. უარს აცხადებენ თანაბარ დიალოგსა და ყველა იმ პრინციპზე, რის საფუძველზეც შეიქმნა ეს საერთო ევროპული სტრუქტურა. 25 თებერვალს მათ მიიღეს დისკრიმინაციული გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს ნორმატიულ ორგანოებში რუსეთის წარმომადგენლობის შეჩერების შესახებ”, – აცხადებს უწყება.
ცნობისთვის, 25 თებერვალს ევროპის საბჭომ რუსეთს წარმომადგენლობის უფლება შეუჩერა.