ორშაბათი, 20 მაისი , 2024, 14:43

რუსეთმა ესტონეთის პრემიერმინისტრზე ძებნა გამოაცხადა

ესტონეთის პრემიერმინისტრზე, კაია კალასზე რუსეთმა ძებნა გამოაცხადა – ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია რუსეთის შსს-ს ძებნილთა ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • “კალასი კაია. იძებნება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით”. – წერია მონაცემთა ბაზაში, რომელშიც მითითებული არ არის, კონკრეტულად რა მუხლის საფუძველზე გამოცხადდა ესტონეთის პრემიერზე ძებნა.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა ესტონეთის სახელმწიფო მდივანი ტაიმარ პეტერკოპი.