რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა მეორე და მესამე მოსმენით ერთხმად მიიღეს ცვლილებები კანონში, რომელიც ე.წ. „უცხოელ აგენტებს“ არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას უკრძალავს.
“უცხოელ აგენტებს” ჩამოერთმევათ როგორც ფედერალურ, ისე რეგიონულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ასევე, საარჩევნო კომისიებში ყოფნის შესაძლებლობა. კანონპროექტს ემატება ახალი ნორმა – კანდიდატთა სიაში რეგისტრაციისთვის “უცხოელი აგენტი” ვალდებულია მოიხსნას ასეთი სტატუსი რეესტრში შესაბამისი დოკუმენტების წარდგენამდე.
დამტკიცებული კანონის მიხედვით, რეესტრში დარეგისტრირებამდე უცხოელი აგენტი ვალდებულია რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგინოს ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია ამ ერთეულის “უცხოელ აგენტთა” სიიდან ამოღება ან სასამართლოს ამ საკითხთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილება.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია, რომ “უცხო ქვეყნის აგენტად” გამოაცხადოს ის, “ვინც უცხოური გავლენის ქვეშაა”.
რუსეთში არსებობს “უცხო ქვეყნის აგენტების” რეესტრი, სადაც ამჟამად 400-ზე მეტი ფიზიკური პირია შეყვანილი.