რუსეთმა იმდენი დანაკარგი მიიღო, რამდენიც სსრკ-მ ავღანეთთან 9-წლიანი ომის დროს – ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” პირველ სამ თვეში რუსეთმა, სავარაუდოდ, განიცადა დაღუპულთა იგივე რაოდენობა, რაც საბჭოთა კავშირმა ავღანეთში ცხრაწლიანი ომის დროს.

უწყების შეფასებით, დანაკარგების ასეთი მაღალ მაჩვენებელი, რომელიც დონბასის შეტევის დროს იზრდება, გამოიწვია რუსული არმიის ცუდმა ტაქტიკურმა კომბინაციებმა, შეზღუდულმა საჰაერო დაცვამ და მოქნილობისა და გუნდური მიდგომის ნაკლებობამ.

დაზვერვის ცნობით, რუსეთის საზოგადოებამ წარსულში დაამტკიცა, რომ მგრძნობიარეა ომების დროს მიყენებული მსხვერპლის მიმართ, უკრაინაში მიღებული მსხვერპლის ზრდასთან ერთად კი ის უფრო აშკარა ხდება და შეიძლება გაიზარდოს საზოგადოებრივი უკმაყოფილება.

უკრაინის გენშტაბის განცხადებით, ოკუპანტმა ომის 88 დღეში დაკარგა დაახლოებით 29 050 ჯარისკაცი, 1285 ტანკი, 204 თვითმფრინავი და 170 ვერტმფრენი.