კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 07:00

რუსეთმა იულია ნავალნაიას დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა და მასზე ძებნა გამოაცხადა

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ, მოკლული, რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის ქვრივს, იულია ნავალნაიას დაუსწრებლად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.  იულიას ბრალად ედება “ექსტრემისტულ გაერთიანებაში მონაწილეობა”.

„ნავალნაიას ბრალი წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 282.1 მუხლის მე-2 ნაწილით  (ექსტრემისტულ გაერთიანებაში მონაწილეობა). იულია ნავალნაია წინასწარი გამოძიების ორგანოებს მიემალა და ამიტომ ძებნილთა სიაშია. სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების მოთხოვნა და მიუსაჯა აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა“, – აცხადებენ სასამართლოში. 

ბრალდების თანახმად, ალექსეი ნავალნის ცოლს 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შეგახსენებთ, იულია ნავალნაიამ 1-ელ ივლისს, უფლებადამცველი ორგანიზაცია HRF-ის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა.