რუსეთმა კიევის რეგიონში სასაზღვრო სამსახურის ერთ-ერთი ობიექტი დაბომბა – უკრაინა

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსულმა ავიაცია ბომბავს არა მხოლოდ საზღვარზე მყოფ ნაწილებს, არამედ ქვეყნის შიგნით ობიექტებსაც.

მათი ცნობით, დაბომბილია კიევის რეგიონში უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ერთ-ერთი ობიექტი. სავარაუდოდ, სარაკეტო იარაღიდან. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის.