“დავინახე შუა ხნის მამაკაცი, რომელსაც ეგზისტენციალური კრიზისი აქვს და ფაქტობრივად, თავის დეპრესიაზე გველაპარაკა პირდაპირ ეთერში. ეს რუსეთის მერამდენე ვარიანტია, სავარაუდოდ, თვითონაც არ იციან, გამოლიეს, რაც იყო შესაძლებელი და ბოლოს კომბლე გამოაგორეს, იმიტომ რომ ამან თავისი დეპრესიული ფონით საქართველოს მოსახლეობას აუხსნას, თუ როგორი რთული ვითარებაა. ამ ადამიანის მხრიდან გაკეთებული არაფერი მინახავს გარდა მავნებლობისა და რუსული პოლიტიკის გატარებისა და გააგრძელებს ანალოგიურად”.

ასე ეხმიანება ნაციონალური მოძრაობის წევრი ნონა მამულაშვილი ბიზნესმენ ლევან ვასაძის პოლიტიკაში წასვლას. ვასაძემ დანიელსონის დოკუმენტზე ხელისმოწერა სუვერენიტეტის ხელყოფად შეაფასა.