რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირების 11656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი 221 344–ს მიაღწია.
ამგვარად რუსეთმა ინფიცირებულთა რაოდენობით ბრიტანეთს და იტალიას გაუსწრო და მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა აშშ–ს და ესპანეთის შემდეგ.
კორონავირუსის ახალი შემთხვევები რუსეთის 84 რეგიონში დარეგისტრირდა. 6169 შემთხვევა მოსკოვზე მოდის. სულ რუსეთის დედაქალაქში 115 909 დაინფიცირებულია.
ბოლო დღეღამის განმავლობაში რუსეთიში კორონავირუსით 94 პაციენტი გარდაიცვალა. ამგვარად, გარდაცვლილთა ჯამურმა რაოდენობამ 2009 შეადგინა.
გამოჯანმრთელებულია 39 801 ადამიანი.
ორშაბათს დილის მონაცემებით როსპოტრებნადზორის ინფორმაციით რუსეთში 5.6 მილიონი ტესტია ჩატარებული.