რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ძებნილთა სიაში შეიყვანა.
რუსეთში არესტოვიჩი “ექსტრემისტებისა და ტერორისტების რეესტრშია” შეყვანილი.
არესტოვიჩმა უკრაინის პრეზიდენტის აპარატში თანამდებობა იანვარში დატოვა.
მაისში რუსეთის ფინანსური მეთვალყურეობის ორგანომ, „როსფინმონიტორინგმა“ არესტოვიჩი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატა. აღნიშნულ სიაში შეყვანილ პირებს რუსეთში ეკრძალებათ მედიასთან ურთიერთობა, ინფორმაციის განთავსება ინტერნეტში, საჯარო ღონისძიებების ორგანიზება, არჩევნებში მონაწილეობა და ნებისმიერი ფინანსური სერვისის გამოყენება, რომელიც არ ეხება გადასახადების, ხელფასების და კომპენსაციის გადახდას.