აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეი სალივანი მიიჩნევს, რომ როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები მომავალში, რუსეთმა უკვე წააგო ომი უკრაინასთან.
“რუსეთის მიზანი ამ ომში იყო უკრაინის რუკიდან წაშლა, დედაქალაქის აღება და უკრაინის განადგურება, მისი გადაყლაპვა. მათ ვერ მოახერხეს და მომავალშიც ვეღარ შეძლებენ ამ მიზნების მიღწევას”, – თქვა სალივანმა CNN-ის მიერ ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით ორგანიზებულ დისკუსიაზე.