რუსეთმა პოლონეთის საზღვართან ოპერაციები ჩაატარა, შესაძლოა, ამან კატასტროფული ესკალაცია გამოიწვიოს – სენატორი რუბიო

“რუსეთმა პოლონეთის საზღვართან ოპერაციები ჩაატარა, შესაძლოა, ამან კატასტროფული ესკალაცია გამოიწვიოს” – ამის შესახებ, ამერიკელი სენატორი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში წერს.

”მოვლენების ერთი ძალიან შემაშფოთებელი განვითარება არის ის, რომ რუსეთმა რამდენიმე სამხედრო ოპერაცია პოლონეთის საზღვართან არაკომფორტულად ახლოს განახორციელა.
ეს არასწორი გაანგარიშების და ადამიანური შეცდომის საფრთხეა, რომელმაც, შესაძლოა, სწრაფად გამოიწვიეს კატასტროფული ესკალაცია.”- განაცხადა სენატორმა.

ცნობისთვის, დღეს რუსეთმა უკრაინას ომი გამოუცხადა. იმბომბება უკრაინული ქალაქები და იქ განთავსებული ინსფრასტრუქტურა.