რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტები სამხედრო ვერტმფრენით იმყოფებოდნენ და ცხინვალიდან ახალგორის მიმართულებით გადაიფრინეს.
აღნიშნული ფაქტი გამყოფ ხაზთან ინციდენტების, პრევენციების და მათზე რეაგირების ფორმატში რიგით 98-ე შეხვედრისას მოხდა.
სუს-ის განცხადებით, საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხი ერგნეთში მიმდინარე შეხვედრაზე იქნება დასმული.