რუსეთმა სტრატეგიულად უკვე წააგო ომი უკრაინაში, დიდი ზარალისა და ნატოს გაძლიერების გამო, რომელსაც ფინეთი და უკრაინა უერთდებიან– აცხადებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსი, ტონი რადაკინი.
“ეს საშინელი შეცდომაა რუსეთის მხრიდან. რუსეთი ვერასოდეს დაამყარებს კონტროლს უკრაინაზე“– თვლის მაღალჩინოსანი სამხედრო.
რადაკინი ვარაუდობს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა შეიძლება უახლოეს კვირებში ტაქტიკურ წარმატებებს მიაღწიოს, თუმცა ამისათვის მას უკვე მოუწია საკუთარი არმიის შესაძლებლობების 25%–ის გამოყენება.
ასეთი მაღალი ფასით პუტინმა მხოლოდ ტერიტორიის მცირე ნაწილის დაკავება შეძლო, 50 000 მოკლული და დაჭრილი სამხედროს ხარჯზე.
გენერალი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბრიტანეთი კიევს გრძელვადიანად დაეხმარება დიდი რაოდენობის იარაღის მიწოდებით.