უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლს, აფხაზეთიდან დევნილ 22 წლის მამუკა გაწერელიას პუტინის რეჟიმმა უვადო პატიმრობა მიუსაჯა.ინფორმაცია რუსულმა პროპაგანდისტულმა მედია TASS-მა პროკურატურაზე დაყრდნობით გაავრცელა.
მამუკა გაწერელია, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედროა, ტყვედ 2022 წლის 20 მაისს ჩავარდა, როცა რუსეთის ალყაში მოქცეულმა უკრაინის არმიის ქვედანაყოფმა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, აზოვსტალი დატოვეს.
ე.წ. სასამართლოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მამუკა გაწერელიას ბრალად ედება “მარიუპოლში, რუსეთის ოთხი სამხედრო მოსამსახურისთვის ცეცხლის გახსნა, რომელთაგანაც 3 გარდაიცვალა”.
მამუკა გაწერელია მარიუპოლის მცველებს შორის იყო და აზოვსტალი ბოლო მომენტამდე არ დაუტოვებია.