რუსეთმა უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით იერიში მიიტანა – რის შედეგადაც, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 63 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. 63 დაშავებულიდან კლინიკაში 42 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის 6 ბავშვია.
წინასწარი მონაცემებით, თავდასხმა დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა.
თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციის შენობები, გაჩნდა ხანძრები. ამ დროისთვის მაშველები ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას ცდილობენ – შესაძლოა მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს.
თავდასხმა რუსების მიერ გვიან ღამით კიევსა და ხარკივზე განხორციელდა.