“რუსეთს იმდენად ეშინია, რომ უკვე ახალ რაკეტებს იყენებს და მთელ მსოფლიოში ეძებს იარაღს, ხან ირანში, ხან ჩრდილოეთ კორეაში. დღეს იყო ახალი რუსული რაკეტა. ყველა მახასიათებელი: სიჩქარე, სიმაღლე ადასტურებს, რომ რუსეთმა უკრაინას საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა ესროლა. მიმდინარეობს ექსპერტიზა. აშკარაა, რომ პუტინი უკრაინას საწვრთნელ მოედნად იყენებს. აშკარაა, პუტინს ეშინია, როცა მის გვერდით ჩვეულებრივი ცხოვრებაა, როცა ადამიანებს უბრალოდ ღირსება აქვთ, როცა ქვეყანას უბრალოდ უნდა იყოს და აქვს უფლება იყოს დამოუკიდებელი. პუტინი ყველაფერს გააკეთებს, რომ მეზობელი ხელიდან არ დაუსხლტეს. მადლობას ვუხდი ყველა უკრაინელს, ყველა უკრაინელ ქალს, რომლებიც მტკიცედ, გამბედავად და ძლიერად იცავენ უკრაინას ამ ბოროტებისგან. ღირსეულად. ეს არის ერთ-ერთი მთავარი სიტყვა უკრაინის შესახებ – ღირსება. და ეს არის სიტყვა, რომელიც ალბათ აღარასოდეს იქნება გამოყენებული რუსეთთან მიმართებით”
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.