რუსეთმა უკრაინაში დანაშაული ჩაიდინა კაცობრიობის წინააღმდეგ – აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა  დაგმო რუსეთის ქმედებები უკრაინაში.

”რუსული ძალები ახორციელებენ ფართო და სისტემატურ თავდასხმებს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ”, – თქვა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა და მოიყვანა სიკვდილით დასჯის, გაუპატიურების, წამებისა და იძულებითი დეპორტაციის მაგალითები, მათ შორის ბავშვების მიმართ.

კამალა ჰარისმა აღწერა უკრაინის ომის დროს მომხდარი სისასტიკე, მათ შორის ბუჩას მოვლენები და მარიუპოლის თეატრის დაბომბვა.

„ჩვენ გამოვიკვლიეთ მტკიცებულებები. ჩვენ ვიცით სამართლებრივი სტანდარტები. და ეჭვგარეშეა, რომ ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ“, – თქვა მან.

შედეგად, რუსეთმა ჩაიდინა არა მხოლოდ ომის დანაშაულები, როგორც აშშ-ის ადმინისტრაციამ ოფიციალურად დაასკვნა მარტში, არამედ უკანონო ქმედებებიც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

„მათი ქმედებები არის თავდასხმა ჩვენს საერთო ღირებულებებზე, თავდასხმა ჩვენს საერთო ადამიანურობაზე“- განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.

”აშშ-მა ოფიციალურად დაადგინა, რომ რუსეთმა ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ”, – თქვა მან.

ბაიდენის ადმინისტრაცია გააგრძელებს უკრაინის დახმარებას სავარაუდო დანაშაულების გამოძიებაში.

”მე ვეუბნები ყველას მათ, ვინც ჩაიდინა ეს დანაშაულები და მათ უფროსებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ დანაშაულებში, თქვენ პასუხს აგებთ”, – თქვა კამალა ჰარისმა.

გამოსვლის ბოლოს კამალა ჰარისმა თქვა, რომ დრო რუსეთზე არ მუშაობს. და პუტინი დროის გაყვანით უპირატესობას ვერ მოიპოვებს. მან კიდევ ერთხელ პირობა დადო, რომ ამერიკა უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას განაგრძობს მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება და ამერიკა ამაყობს კიევთან პარტნიორობით.