რუსეთმა უკრაინაში ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმის მიზნით 55 რაკეტა ისროლა – შმიგალი

უკრაინის პრემიერმინისტრის დენის შმიგალის ცნობით, დღის დილით რუსეთმა უკრაინაში 55 რაკეტა ისროლა და მისი მთავარი მიზანი ენერგოინფრასტრუქტურის განადგურებაა.

  • „მთავარი სამიზნე იყო ენერგოინფრასტრუქტურის ნაგებობები, რათა უკრაინელები ელექტროენერგიისა და სითბო შეუზღუდონ. რაკეტების და დრონების უმრავლესობა ჩვენმა მცველებმა გაანეიტრალეს, რომლებიც ჩვენს ქვესადგურებს ესროლეს. თუმცა ელექტროენერგიის ქსელებში სიტუაცია კონტროლის ქვეშაა. ელექტროინჟინრები ყველაფერს აკეთებენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება უზრუნველყონ“ – განაცხადა დენის შმიჰალმა.