“1300 კმ-ზე მეტზე აქტიური საომარი მოქმედებები. მაისიდან ოკუპანტები ცდილობდნენ ჩვენი ბახმუტის გატეხვას, მაგრამ დრო გადის და ბახმუტი ამსხვრევს არა მხოლოდ რუსეთის ჯარს, არამედ რუს დაქირავებულებსაც, რომლებიც ჩამოვიდნენ განადგურებული არმიის შესავსება.[…]უბრალოდ დაფიქრდით: რუსეთმა უკვე დაკარგა თითქმის 99 ათასი ჯარისკაცი უკრაინაში. რამდენიმე დღეში დაღუპულთა რაოდენობა 100 ათასი იქნება. რისთვის? მოსკოვში პასუხი არავის აქვს და არც ექნება.”

ამის შესახებ 19 დეკემბერს, საღამოს ვიდეომიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.