რუსეთმა უკრაინაში ტანკების ნახევარი დაკარგა და მთავარ ფსონს ადამიანურ რესურსზე დებს – პენტაგონი

რუსეთმა უკრაინაში ტანკების ნახევარი დაკარგა და ახლა  მთავარ ფსონს ადამიანურ რესურსზე დებს. ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწემ  სელესტ ვალანდერიუსმა განაცხადა. მისი თქმით, დანაკარგი განსაკუთრებით ეხება რუსების სახმელეთო ძალებს, რომელთა შესაძლებლობების დაახლოებით 80% უკრაინის წინააღმდეგაა მიმართული.

სელესტ ვალანდერიუსის თქმით, რუსეთის ფედერაციის საზღვაო პოტენციალი საუკეთესო მდგომარეობაშია და გარკვეული ხარვეზები, მათ შორის დრონების მიწოდება,  ირანის ხარჯზე ივსება.