რუსეთმა უკრაინიდან დიპლომატების ევაკუირება დაიწყო

რუსეთმა დაიწყო დიპლომატებისა და საელჩოს თანამშრომლების ევაკუირება. ამის შესახებ TASS-ს საელჩოდან წყარომ დაუდასტურა.

დიპლომატების ქვეყნიდან გაყვანის გადაწყვეტილება გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო. უწყების განცხადებით, ამის მიზეზი დიპლომატების უსაფრთხოების დაცვაა.

რუსული მხარე ამტკიცებს, რომ დიპლომატები ბოლო წლების განმავლობაში აგრესიული ქმედებების მსხვერპლნი ხდებოდნენ, უკრაინა კი ამაზე არ რეაგირებდა.