“რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული მასშტაბური იერიში განახორციელა “- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„რუსებმა სხვადასხვა ტიპის 70-ზე მეტი რაკეტა და 450-ზე მეტი დრონი გაუშვეს. დარტყმები განხორციელდა სუმის, ხარკოვის, ოდესისა და ვინიცის ოლქებზე, ასევე კიევზე. თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა“, – წერს ზელენსკი.
მისი თქმით, „რუსეთისთვის დიპლომატიაზე მნიშვნელოვანი ხალხის დატერორების მიზნით ზამთრის ყველაზე ცივი დღეების გამოყენებაა“.
„ეს ნათლად აჩვენებს, თუ რა არის ჩვენი პარტნიორებისგან საჭირო და რითი შეიძლება დახმარება. ჩვენთვის პრიორიტეტს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების დროულად მოწოდება წარმოადგენს. რუსეთზე ზეწოლის გარეშე, ამ ომის დასრულება არ მოხდება. სწორედ ამიტომ, მაქსიმალური ზეწოლაა საჭირო“














