“ომი გრძელდება. ის ჯერ არ დამთავრებულა. ჯერ კიდევ მოგვიწევს ბრძოლა და გამარჯვებისკენ სვლა. შესაძლოა ვინმეს ზურგში მდებარე ქალაქებში დაავიწყდა კიდევაც ომის შესახებ და უდარდელი გახდა. ან უგნურიც. მაგრამ არა. ყოველდღე უკრაინაში კვდებიან ჩვენი დამოუკიდებლობისთვის. ყოველი ჩვენგანი ყოველდღე უნდა დაეხმაროს თავდაცვას მისი შესაძლებლობის მიხედვით. ვისაც როგორ შეუძლია“– განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა შაბათ საღამოს ვიდეომიმართვაში.
ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთი მთელ რესურსებს ხარჯავს უკრაინის წინააღმდეგ:
“რუსეთმა ფაქტიურად მთელი თავისი რესურსები მიმართა ჩვენს გასანადგურებლად. რუსეთის რეგიონებში ღიად ამბობენ, რომ მათი ეგრეთწოდებული სპეცოპერაცია ეკონომიკური ვარდნის მიზეზია – კერძოდ, ისეთ სფეროებში, როგორიც არის მშენებლობა და ბევრი სხვა. ასევე მიზეზია ხალხის გაღატაკების, იმაზე მეტად, ვიდრე ეს 1990–იან წლებში იყო. ფასების ზრდა, შემოსავლების გაუფასურება, მთელი ეკონომიკური პოტენციალის ნგრევა, რომელიც რუსეთში 2000–იანი წლებიდან შეიქმნა. თუმცა ოკუპანტებს ეს ჯერ ვერ აჩერებს.მაგრამ ომზე დახარჯული კოლოსალური რესურსები ვერ შველით. და ვერც უშველით“– თქვა ზელენსკიმ.
რუსეთის რეგიონებზე საუბრისას, რომლებიც “სპეცოპერაციაზე ჩივიან“, ზელენსკის მხედველობაში ქონდა კალინინგრადის გუბერნატორი, ანტონ ალიხანოვი. მან გუშინ პუტინთან საუბრისას საბრძოლო მოქმედებებს ოლქში მშენებლობის ტემპების შენელების მიზეზი უწოდა.
“ჩვენს სპეციალური საომარ ოპერაციაზე აპელირება არ ღირს ამ შემთხვევაში. არ არის საჭირო, იმიტომ რომ თქვენ ვარდნა ჯერ კიდევ 2020–2021 წლებში გქონდათ, ამასთან, მნიშვნელოვანი ვარდნა იყო მშენებლობაში. ამიტომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია დონბასში აქ სრულიად არაფერ შუაშია. ამის მომიზეზება, პირდაპირ რომ ვთქვათ, არც ისე ჭკვიანური იყო“– უპასუხა ამაზე ვლადიმერ პუტინმა.