რუსეთმა “ქართული ლეგიონი” ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა

რუსეთში “ქართული ეროვნული ლეგიონი” ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანეს. ამის შესახებ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში (FSB) განაცხადეს.

ქართული ლეგიონი გახდა 51-ე ორგანიზაცია, რომელიც რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს.

ФСБ-ის გ განცხადებაში წერია, რომ “ქართული ლეგიონი” 2014 წელს შეიქმნა “უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს პატრონაჟით” და დღეს “ეროვნული ნიშნით დაკომპლექტებულ ყველაზე დიდი შეიარაღებული ფორმირება”. განცხადებაში წერა, რომ ლეგიონი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში და “რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიული და ტერორისტული აქტების ორგანიზებაში, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წამებაში და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებში”.