რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართული ლეგიონის 70 წევრს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა. ამის შესახებ, ინფორმაციას, ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ავრცელებს TASS-ი ავრცელებს. 70 პირს შორის არის ლეგიონის ლიდერიც, მამუკა მამულაშვილი. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში ამბობენ, რომ მამულაშვილი იბირებდა ქართველებს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წინააღმდეგ.
“ამჟამად ლეგიონის 70-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი დაუსწრებლად არის გასამართლებული.დადგინდა, რომ 2014 წელს, მამულაშვილმა შექმნა ქართული ლეგიონი და წევრები საქართველოდან აიყვანა, რათა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მიეღოთ მონაწილეობა”, – ნათქვამია განცხადებაში.