რუსეთმა ქვეყნიდან 2 ფინელი დიპლომატი გააძევა

რუსეთი ფინეთს პასუხობს და ქვეყნიდან ორ  ფინელ დეპუტატს აძევებს. ამის შესახებ შესაბამის ინფორმაციას,  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

“ელჩს წარედგინა მტკიცე საპროტესტო განცხადება ევროკავშირის ანტირუსული სანქციების კამპანიის ფარგლებში ჰელსინკიში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომლის ფინეთიდან უსაფუძვლო გაძევებასთან დაკავშირებით. ასევე, ფინეთის კონფრონტაციული კურსის შესახებ რუსეთის მიმართ, მათ შორის კიევის რეჟიმისთვის იარაღის მიწოდების, დონბასისა და უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ უკრაინელი ნაციონალისტების დანაშაულის დაფარვის შესახებ”. – ნათქვამია განცხადებაში.

8 აპრილს ფინეთმა  ორი რუს დიპლომატი გააძევა ხოლო მესამედ ვიზის გაგრძელებაზე უარი უთხრა.