გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის ხუთი რაკეტა და “შაჰიდის” ტიპის 74 თავდასხმის დრონი გაუშვეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა ორი რაკეტის და 60 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება შეძლეს.
სამი Kh-59/69 ტიპის ფრთოსანი რაკეტა კურსკისა და ბელგოროდის რეგიონის საჰაერო სივრციდან გაუშვეს, ამავე ტერიტორიიდან უკრაინას თავს დაესხნენ ორი რაკეტით, რომელთა ტიპი ჯერ დადგენილი არაა.
“საზენიტო ბრძოლის შედეგად ჩამოაგდეს ორი X-59/69 მართვადი თვითმფრინავის რაკეტა და 60 “შაჰიდ-131/136″ შემტევი უპილოტო საფრენი აპარატი”, – წერია უწყების განცხადებაში.