კვირა, 19 მაისი , 2024, 07:38

რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რათა უკრაინასთან ყოველგვარი კავშირი გაენადგურებინა – ზელენსკი

“სხვათა შორის, საინტერესოა თუ როგორ არჩევს თავად ისტორია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დროს: უკრაინის მთავრობამ [17 ივნისს] რუსეთთან უვიზო შეთანხმება გააუქმა. სავიზო რეჟიმი 1 ივლისიდან ამოქმედდება. რთულია, რომ დღევანდელი მოვლენების სიმბოლიზირებისას, არ გადააჭარბო. თუმცა, ეს მომენტი განზრახ არავის დაუდგენია – ეს ისტორიის თავისთავადი მიმდინარეობაა. რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უკრაინასთან ყოველგვარი კავშირი გაენადგურებინა, ხოლო ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი კავშირი ევროპასთან, იყოს რაც შეიძლება ძლიერი”.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში.