რუსეთმა სახელმწიფოთაშორისი ძებნა გამოაცხადა საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძესა და უკრაინის მოქალაქე სერგეი ანდრეიჩენკოზე.მათ ყირიმის ხიდის აფეთქება ედებათ ბრალად. ინფორმაციას სახელმწიფო სააგენტო, Tass-ი ავრცელებს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს ინასარიძისა და ანდრეიჩენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული ტერაქტის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ასაფეთქებელი ნივთიერებების შეძენისა და კონტრაბანდის მუხლებით აქვს.
2024 წლის მარტში, მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ ალექსანდრე ინასარიძეს აღკვეთის ზომა პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
უკრაინელებმა ქერჩის ხიდი, 2022 წლის 8 ოქტომბერს ააფეთქეს. ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანა ააფეთქეს, რის შედეგადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა, ხიდი დაზიანდა და რამდენიმე თვის განმავლობაში უფუნქციო გახდა. შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი.