რუსეთმა შავი და აზოვის ზღვიდან გაიყვანა საბრძოლო ხომალდები, რომლებსაც შეუძლიათ კალიბრის რაკეტების გაშვება. ამის შესახებ უკრაინის საზღვაო ძალების პრესსამსახური იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ამჟამად მხოლოდ ორ არასარაკეტო ხომალდს ინახავს აზოვის ზღვაში. შავ ზღვაში ხომალდები საერთოდ არ არის.
ხმელთაშუა ზღვაში რჩება დიდი საბრძოლო ჯგუფი – 9 ხომალდი, მათ შორის კალიბრის საკრუიზო რაკეტების 5 მატარებელი 72 რაკეტით. თუმცა, იქიდან უკრაინაში რაკეტები არასოდეს ყოფილა გაშვებული.