რუსეთმა შავ ზღვაში რაკეტმზიდი ხომალდების რაოდენობა გაზარდა – უკრაინის სარდლობა

“რუსეთმა შავ ზღვაში რაკეტმზიდი ხომალდების რაოდენობა გაზარდა” – შესაბამის ინფორმაციას, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობა ავრცელებს.

“საბრძოლო მოვალეობაზე სამი რაკეტმზიდია: მცირე სარაკეტო ხომალდი „ბუიან-მ-ი“ და ორი ფრეგატი: „ადმირალი მაკაროვი“ და „ადმირალი ესენი“. რაკეტა „კალიბრების“ ჯამური რაოდენობა, შესაძლოა, 24 იყოს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.