უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა “სამხრეთი” იტყობინება, რომ რუსეთმა შავ ზღვაში ოპერატიულ ზონაში 20-მდე ხომალდი და წყალქვეშა ნავი განალაგა.
“შავი ზღვის ოპერატიულ ზონაში მტრის დაახლოებით 20 ერთეული გემია, მათ შორის წყალქვეშა ნავები, რომლებიც აღჭურვილია ისეთი საკრუიზო რაკეტებით, როგორიცაა “კალიბრი”. ისინი ქმნიან სარაკეტო დარტყმის საფრთხეს უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.