რუსეთმა შესაძლოა ევროპას 2024-25 წლის ზამთარში შეუტიოს – BILD

პუტინმა შესაძლოა შეუტიოს ევროკავშირის ქვეყნებს უკვე მომავალ წელს, ირწმუნება კავშირის ერთ-ერთი ქვეყნის  სადაზვერვო სამსახური.

რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა შეუტიოს ევროპას 2024 ან 2025 წელს: ის დაელოდება იმ მომენტს, როდესაც შეერთებული შტატები აღმოჩნდება “ლიდერის გარეშე” და არ შეეძლება სწრაფად დაეხმაროს თავის პარტნიორებს რუსული დარტყმის შეკავებაში.

ერთ-ერთი ევროპული სადაზვერვო სამსახური განიხილავს ამ შესაძლებლობას, წერს გერმანული Bild, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ამჟამინდელი ხელმძღვანელის ვარაუდების ფონზე, რომ ნატოსა და ევროკავშირს თადარიგში სულ მცირე 10 წელი დარჩა.

„ანუ საუბარია 2024 წლის ნოემბრის დასაწყისში აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის გადადგომასა და 2025 წლის იანვარში მისი პოტენციური მემკვიდრის მიერ თანამდებობის დაკავებას შორის პერიოდზე“, – მიუთითებს გამოცემა პუტინის თავდასხმის „დრამატულ სცენარზე“.

ამავდროულად, რუსეთის ხელისუფლება ელოდება, რომ დონალდ ტრამპი კვლავ დაიკავებს შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტს, რადგან „მის პირობებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

ბორის პისტორიუსმა გერმანულ მედიასთან ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ ბერლინს 5-8 წელი აქვს თავისი არმიის ძველი სიძლიერის აღსადგენად.

ასევე საუბარია იმაზე,  რომ გერმანია, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების ფარგლებში, 2027 წლისთვის ლიტვაში ბუნდესვერის 4 ათასი ჯარისკაცის გადანაწილებას გეგმავს. ბრიგადა განლაგდება რუსეთის საზღვარზე, განაცხადა პისტორიუსმა.

მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია გერმანიაში სამხედრო სავალდებულო გაწვევის აღდგენა.

იმავდროულად, ვლადიმერ პუტინი „თამაშობს“ დასავლეთთან, თითქოსდა „ზავისთვის“ მზადყოფნით: დიქტატორი დიპლომატიური არხებით აგზავნის სიგნალებს, რომ მზადაა ხელი მოაწეროს ასეთ შეთანხმებას, წერს The New York Times.

გამოცემის ცნობით, პუტინის მხრიდან შესაბამისი აქტიურობა შესამჩნევია 2023 წლის სექტემბრიდან. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, მისთვის სასარგებლოა დროებით მოიპოვოს უკრაინაში “გაყინული ფრონტი” და შეინარჩუნოს რუსეთის ფედერაციისთვის უკრაინის ტერიტორიების თითქმის 20%.