რუსეთმა შეჭრის პირველ დღეს დასახული ამოცანები ვერ შეასრულა–ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესი Sky News–თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ბრიტანეთის ხელისუფლების ინფორმაციით რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ მინიმუმ 450 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საღუპული სამხედროების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

უოლესის თქმით, ბრიტანეთის ხელისუფლება “ამოდის იქიდან, რომ რუსეთს განზრახული აქვს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შეიჭრას“.

მისი აზრით, რუსეთმა შეჭრის პირველ დღეს ძირითადი ამოცანები ვერ შეასრულა და დასახულ გეგმას ჩამორჩება

განსაკუთრებულ ყურადღებას უოლესი ამახვილებს ანტონოვის აეროპორტზე, რომელიც კიევთან ახლოს მდებარეობს. მისი თქმით, აეროდრომის აღება ელიტურმა სპეცრაზმმა სცადა, მაგრამ უკრაინელმა სამხედრეობამა მოახერხეს მასზე კონტროლი დაებრუნებინათ.