რუსეთმა სტრატეგიული ბომბდამშენებით უკრაინაზე სარაკეტო შეტევა დაიწყო 

რუსეთმა სტრატეგიული ბომბდამშენებით უკრაინაზე სარაკეტო შეტევა დაიწყო – ცოტა ხნის წინ, როგორც მიკოლაივის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ ოკუპანტებმა ცაში აწიეს   Ту-95 სტრატეგიული ბომბდამშენები.

როგორც  ვიტალი კიმი Telegram-ში იტყობინება, ოკუპანტებს შეუძლიათ დარტყმა მიაყენონ ქვეყნის სამხრეთ რეგიონებს.

ამ დროისთვის საჰაერო თავდასხმის განგაში ისმის უკრაინის მთელ ტერიტორიაზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ტუ-95 თვითმფრინავიდან 10 რაკეტის გაშვება დაფიქსირდა უკრაინის მიმართულებით.