რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გუშინ 60-ჯერ, დღეს კი 6-ჯერ დაარღვია – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადებაში წერია, რომ 17 თებერვალს რუსმა სამხედროებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 60-ჯერ დაარღვიეს, საიდანაც 43 შემთხვევაში რუსეთმა მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღი გამოიყენა, ხოლო დღეს 18 თებერვალს უკრაინის სამხედრო სამსახურებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 6 შემთხვევა დააფიქსირეს.
„მტრის ქმედებების შედეგად, გაერთიანებული ძალების ერთი მსახური დაიჭრა, მეორე კი შეტაკებისას დაზარალდა. სამხედროები სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილი. დაჭრილი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. რუსული საოკუპაციო ძალების თავდასხმების შედეგად ორი მოქალაქე დაიჭრა. ასევე გუშინ, მტრის დაბომბვამ დააზიანა საბავშვო ბაღის შენობა, ელექტროენერგიის ხაზები, ბუნებრივი აირის მილები და გაანადგურა 2 კერძო სახლი ლუგანსკში. სკოლამდელი განათლების ინსტიტუტის სამმა თანამშრომელმა დაბომბვის შედეგად დაზიანებები მიიღო“ – წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ განცხადებაში.