რუსეთმა ხერსონის რეგიონის ახალ „დედაქალაქად“ ჰენიჩესკი დაასახელა

რუსეთმა ოკუპირებული ხერსონის რეგიონის ახალ „დედაქალაქად“ ჰენიჩესკი დაასახელა. ე.წ. „რეგიონის ადმინისტრაციის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ე.წ. „ხელისუფლების“ მთავარი ორგანოები რეგიონის „დროებით დედაქალაქში“ განლაგდა.

“დღეს ხერსონის ოლქის დროებითი ადმინისტრაციული დედაქალაქია ჰენიჩესკი. იქ იქნება განლაგებული ყველა მთავარი ხელისუფლება”, – თქვა მან.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხერსონის მარჯვენა სანაპიროდან საკუთარი ჯარების გაყვანის პროცესი დაასრულა. გუშინვე ქალაქ ხერსონში უკრაინელი სამხედროები შევიდნენ და ქვეყნის დროშა აღმართეს.