რუსულმა ძალებმა, ხერსონის ცენტრი დაბომბა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა ხოლო დაიჭრა 20 ადამიანი.
დაბომბვას, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.
„ამ ფოტოებს სოციალური ქსელები, სავარაუდოდ „სენსიტიურ კონტენტად“ [შინაარსად] მონიშნავენ. მაგრამ ეს არ არის სენსიტიური შინაარსი – ეს არის უკრაინისა და უკრაინელების რეალური ცხოვრება. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას. ხერსონი. დილით, შაბათს, შობის წინა დღეს, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ეს არ არის სამხედრო ობიექტები. ეს არ არის ომი დადგენილი წესებით. ეს არის ტერორი, ეს არის მკვლელობა დაშინების და სიამოვნების გულისთვის. მსოფლიომ უნდა დაინახოს და გაიგოს, თუ რა აბსოლუტურ ბოროტებას ვებრძვით“, – წერს ზელენსკი.