რუსეთმა 14 ბულგარელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

კრემლმა 14 ბულგარელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.განცხადება ამასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

სავარაუდოდ ეს არის მოსკოვის პასუხი ბულაგრეთისთვის, როდესაც ბულაგრეთმა ზაფხულის დასაწყისში,  70 რუსი დიპლომატიური თანამშრომელი გააძევა ჯაშუშობის ბრალდებით.ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, რომლებიც ოდესღაც ახლო მოკავშირეები იყვნენ, უკრაინაში ომის გამო დაირღვა.