რუსეთის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ანატოლი ანტონოვი აცხადებს, რომ ახლა, რუსეთსა და ამერიკას შორის პირდაპირი შეტაკების რისკი ძალიან მაღალია. მისი განცხადებით, პრობლემურია ფაქტი, რომ უსაფრთხოების ახალი სტრატეგია არც კი ახსენებს რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებს.
„დღეს ძალიან რთულია იმის თქმა, თუ როდის გაგრძელდება დიალოგი – დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ უნდა გაგრძელდეს. ჩვენ არ გაგვიყინია ეს პროცესი, ჩვენ არ წამოგვიწყია მარიონეტული ომი შეერთებულ შტატებთან, ჩვენ არ გადაგვიტანია NATO-ს მთელი სამხედრო ტექნიკა უკრაინის ტერიტორიაზე, რათა რუსეთის ფედერაციასთან ეომათ“, – ამბობს რუსეთის ელჩი.