“რუსეთი არავის უსურვებს ბოროტებას, არავის ხელში ჩაგდება და ოკუპაცია არ უნდა, არავისგან უნდა რესურსების მიღება, როგორც ამას მდიდარი და ძლიერი ქვეყნების უმეტესობა აკეთებს, სუსტი და უსუსური ქვეყნების ეკონომიკური ოკუპაციით. ჩვენ არ გვჭირდება ეს ყველაფერი, ჩვენ თვითკმარი ვართ, მაგრამ გვჭირდება ერთი რამ – ჩვენი ჭეშმარიტი თავისუფლება, ჩვენი დამოუკიდებლობა მსოფლიოს ძალაუფლების ცენტრებისგან, რომლებიც დღეს სამწუხაროდ რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილნი არიან. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი სულიერი და მატერიალური ძალები, რათა ვერავინ გაბედოს ჩვენი სამშობლოს წმინდა საზღვრების ხელყოფა. და ჩემი სიტყვები არ არის ის, რაც ჩვენს ოპონენტებს სურთ დაახასიათონ, როგორც “პატრიარქის კიდევ ერთი მილიტარისტული გამოსვლა”. სისულელეა ეს ყველაფერი!”
განაცხადა რუსეთის პატრიარქმა ქადაგებისას.